SKy Sporti-ის მიხედვით, ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული დიეგო კოშტა დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელის წოდება, უელსური "სუონსის" თავკაცმა გარი მონქმა დაიმსახურა.
დიეგო კოშტამ, პრემიერლიგის სამივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა: "ბარნლისთან" და "ლესტერთან" თავი თითოჯერ გამოიჩინა, ხოლო "ევერტონთან", ესპანელმა დუბლის შესრულება შეძლო.
რაც შეეხება გარი მონქს, ინგლისელი სპეციალისტის დამოძღვრილმა "სუონსიმ", პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარნლის" და "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება მოახერხა და "არისტოკრატებთან" ერთად, 9 ქულით პირველ-მეორე ადგილს იყოფს.
აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს და გარი მონქის დამოძღვრილი გუნდები ერთმანეთს ხვალ, "სტემფორდ ბრიჯზე" დაუპირისპირდებიან.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმსახურებდნენ
მაურინიოსაც თუ ჩაახტა კარგი იქნება