თავისუფალი პრაქტიკების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იტალიის დიდი პრიზის მოსაპოვებლად, სამი გუნდის - ”რედ ბულის”, ”მაკლარენის” და ”ფერარის” პილოტები იბრძოლებენ. ორივე პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო შედეგი სებასტიან ფეტელს ჰქონდა, თუმცაღა პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი ჯენსონ ბატონი იყო.
მილანიდან ჩრდილოეთით, 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ მონცას ავტოდრომი, სადაც ადრე სამეფო პარკი მდებარეობდა, უსწრაფესია ფორმულა 1-ის კალენდარში და მასზე ის აეროდინამიკური ეშმაკობები, რომელთა წყალობითაც, ”რედ ბულს” ყველაზე კონკურენტუნარიანი მანქანა ჰყავს, ნაკლებად ეფექტურია. და მაინც, ფეტელმა (სურათზე) დაამტკიცა, რომ მის წარმატებებში, მანქანის გარდა, მის ოსტატობასაც დიდი წვლილი მიუძღვის. სხვა თუ არაფერი, 2008 წელს, თავისი პირველი გამარჯვება სწორედ მონცაზე, ოღონდ ”ტორო როსოს” ნაკლებად კონკურენტუნარიანი მანქანით მოიპოვა.
ფეტელს ამ სეზონში შვიდი პოულ პოზიცია აქვს მოპოვებული, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი მიიყვანა გამარჯვებამდე, ერთი რბოლაც პოულ პოზიციის გარეშე მოიგო. ორივე პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფები ”მაკლარენის” პილოტები იყვნენ, თუმცა შემდეგ ფეტელი მსუბუქი ავზებით გამოვიდა და პირველმა შეძლო წრის წუთსა და 23 წამზე ნაკლებში გავლა. მეორე, ვინც ეს მოახერხა, ”ფერარის” ფერნანდო ალონსოა.
”მაკლარენის” პილოტებმა კი აეროდინამიკური ჰაერსადინარის გარეშეც სცადეს ასპარეზობა და როგორც აღმოჩნდა, ამას მანქანის თვისებები დიდად არ შეუცვლია. ასეა თუ ისე, ჰამილტონმა ამ სადინარის გარეშე, მეორე პრაქტიკაზე, თავის თანაგუნდელთან შედარებით, ოდნავ უკეთესი დრო აჩვენა.
”რედ ბულის” ავსტრალიელ მარკ უებერს პირველ პრაქტიკაზე, წყლის ტუმბო გაუჭირვეულდა, რის გამოც, მხოლოდ მეექვსე შედეგს დასჯერდა. თუმცა, პრობლემების გარეშე, მეორე პრაქტიკაზეც მეექვსე იყო.
მეათე შედეგი ჰქონდა მიხაელ შუმახერს, ვისაც იტალიელი ფანები, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა მათი სათაყვანებელი გუნდი დატოვა, გულითადად მიესალმნენ ტრანსპარანტით: ”მიხაელ, ჩვენ ყოველთვის საუკეთესოს გისურვებთ”. მაგრამ ამ სეზონში შუმახერის საუკეთესო რბოლა ჯერ არ გვინახავს და ალბათ ამას აღარც უნდა ველოდოთ. მომავალ სეზონში კი...
იტალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
| 1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:23.693 |
| 2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:23.790 |
| 3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:23.967 |
| 4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:24.120 |
| 5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:24.129 |
| 6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:24.446 |
| 7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 1:24.512 |
| 8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:24.543 |
| 9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:24.648 |
| 10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:24.756 |
| 11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:24.841 |
| 12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) | 1:24.923 |
| 13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:25.292 |
| 14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:25.318 |
| 15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:25.320 |
| 16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:25.334 |
| 17. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:25.897 |
| 18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:26.772 |
| 19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:26.898 |
| 20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:26.956 |
| 21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:27.374 |
| 22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:28.256 |
| 23. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:28.516 |
| 24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) | 1:29.870 |
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
| 1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:22.839 |
| 2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:22.915 |
| 3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:23.061 |
| 4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:23.154 |
| 5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:23.210 |
| 6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:23.415 |
| 7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:23.708 |
| 8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:23.709 |
| 9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:23.852 |
| 10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:23.857 |
| 11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) | 1:24.181 |
| 12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 1:24.380 |
| 13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:24.407 |
| 14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:24.448 |
| 15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:24.517 |
| 16. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:24.547 |
| 17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:24.785 |
| 18. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:25.106 |
| 19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:26.204 |
| 20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:26.306 |
| 21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:26.631 |
| 22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:26.676 |
| 23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) | 1:29.498 |
| 24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | დროის გარეშე |
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







