ფეხბურთი

16:03 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელისთვის ყველაზე რთული მეტოქე კოსტა-რიკაა

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის შეფასებისას, იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ჯგუფში ყველაზე რთულ მეტოქედ კოსტა-რიკა მიაჩნია.

“ჩვენ ძალიან რთული ჯგუფი შეგხვდა. შესაძლოა, ყველაზე რთული. თუმცა, ასე უკეთესია, რადგან სწორედ მსგავს სიტუაციებში გუნდი მატჩებს კარგად მომზადებული ხვდება. ყველა თამაში საინტერესო იქნება. ყველაზე რთული მეტოქე? კოსტა-რიკა, რადგან ამ გუნდის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით” – იუწყება პრანდელის სიტყვებს იტალიური მედია.

კენჭისყრის შედეგად, იტალიის ნაკრები  D ჯგუფში ინგლისთან, ურუგვაისთან და კოსტა-რიკასთან ერთად მოხვდა.

0.108992