იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 მატჩისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმო.
ორწლიანი შესვენების შემდეგ, ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ჯუზეპე როსი, რომელმაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, თამაში მიმდინარე სეზონში განაახლა. 26 წლის ფეხბურთელს, ნაკრებში ჩატარებულ 27 თამაშში 6-ჯერ გაუტანია.
ეროვნულ გუნდში ასევე დაბრუნდა ფერდერიკო ბალძარეტი, რომელსაც “სკუადრა აძურაში” გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.
იტალიის ნაკრების სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ბუფონი (“იუვენტუსი”), მარკეტი (“ლაციო”), სირიგუ (პსჟ);
მცველები: აბატე (“მილანი”), ასტორი (“კალიარი”), ბალძარეტი (“რომა”), ბონუჩი (“იუვენტუსი”), კიელინი (“იუვენტუსი”), დე სილვესტრი (“სამპდორია”), პასკუალი (“ფიორენტინა”), რანოკია (“ინტერი”);
ნახევარმცველები: აკვილანი (“ფიორენტინა”), კანდრევა (“ლაციო”), დე როსი (“რომა”), დიამანტი (“ბოლონია”), ფლორენცი (“რომა”), ჯაკერინი (“სანდერლენდი”), მარკიზიო (“იუვენტუსი”), მონტოლივო (“მილანი”), პირლო (“იუვენტუსი”), პოლი (“მილანი”), მოტა (პსჟ), ვერატი (პსჟ);
თავდამსხმელები: ბალოტელი (“მილანი”), ჩერჩი (“ტორინო”), ჯილარდინო (“ჯენოა”), ინსინიე (“ნაპოლი”), ოსვალდო (“საუთჰემპტონი”), როსი (“ფიორენტინა”).
იტალია, რომელსაც მუნდიალის საგზური უკვე განაღდებული აქვს, საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო მატჩებში, დანიას ეწვევა და სომხეთს უმასპინძლებს. თამაშები 11 და 15 ოქტომბერს გაიმართება.