ფეხბურთი

1:23 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელიმ როსი და დესტრო მუნდიალს მიღმა დატოვა

იტალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა იმ 6 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც წინასწარ განაცხადში მოხვედრის მიუხედავად, ბრაზილიაში არ გაემგზავრებიან.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებდა რიკარდო მონტოლივო, რომელიც ტრავმირებულია. ბრაზილიაში ვერც ჯუზეპე როსი გაემგზავრება, რომელსაც საკლუბო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. გასულ სეზონში შედეგიანად თამაშის მიუხედავად, 23-კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა მატია დესტროც. მათ გარდა, პრანდელიმ პასკუალზე, მაჯოზე, რომულოსა და რანოკიაზე თქვა უარი. ეს უკანასკნელი ნაკრებთან ერთად 13 ივნისამდე დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს და შესაცვლელი იქნება.

“სკუადრა აძურას” სამუნდიალო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), მატია პერინი (“ჯენოა”);

მცველები: ინასიო აბატე (“მილანი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“ტორინო”), მატია დე შილიო (“მილანი”), გაბრიელ პალეტა (“პარმა”);

ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (“ფიორენტინა”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), დანიელე დე როსი (“რომა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), მარკო პაროლო (“პარმა”), ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (“მილანი”), ანტონიო კასანო (“პარმა”), ალესიო ჩერჩი (“ტორინო”), ჩირო იმობილე (“ტორინო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”).

0.126602