იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამრიგად, პრანდელი გუნდს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩათვლით უხელმძღვანელებს. მხარეები ხელშეკრულებას ოფიციალური ხელმოწერით უახლოეს დღეებში დაადასტურებენ.
შეგახსენებთ, მუნდიალზე იტალიის ნაკრები ჯგუფში ურუგვაისთან, კოსტა რიკასთან და ინგლისთან ითამაშებს.