ფეხბურთი

23:22 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელიმ ფორვარდთა შვიდეული შეარჩია

იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი 13 მაისს გამოაცხადებს გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. თუმცა იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, პრანდელის 7 ფორვარდი შეუგულებია და მათ შორის გააკეთებს არჩევანს. ესენი არიან: მარიო ბალოტელი, ალესიო ჩერჩი, ანტონიო კასანო, ალბერტო ჯილარდინო, მატია დესტრო, ჩირო იმობილე და ლორენცო ინსინიე. ეს ინფორმაცია Gazzetta dello sport-მა გაავრცელა.

ასე რომ, მუნდიალზე წასვლის შანსები აღარ დარჩათ ჯუზეპე როსის, სტეფან ელ-შაარავის, დომენიკო ბერარდისა და პაბლო ოსვალდოს.

თუმცა, ბერარდიმ დღეს “ფიორენტინასთან” ისეთი მატჩი ჩაატარა (სამი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა), ვინ იცის, პრანდელიმ გადაწყვეტილება შეცვალოს. 

0.137682