ფეხბურთი

21:02 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: “ვინც შეცდომას დაუშვებს, სახლში დარჩება”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ მის გუნდში მოქმედი მორალური კოდექსი ძალას მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილშიც ინარჩუნებს და წესების დამრღვევი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრებიან.

ცოტა ხნის წინათ, “კალიარისთან” გამართულ მატჩში ჩადენილი არასპორტული ქმედების გამო, “რომას” თავდამსხმელი მატია დესტრო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამას ისიც დაემატა, რომ 23 წლის ფეხბურთელი ნაკრების წინასწარ, 42-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

“ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, პროვოკაციებზე არ უნდა წამოეგონ. მორალური კოდექსი ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო 1 თვის განმავლობაშიც იმოქმედებს. ვინც შეცდომას დაუშვებს, სახლში დარჩება. დარწმუნებული ვარ, შეცდომები არ იქნება.” – ციტირებს პრანდელის სიტყვებს Figc.

0.117118