ფეხბურთი

19:50 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი იტალიის ნაკრებს 2016 წლამდე უხელმძღვანელებს

“სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა.

“ბოდიშს ვიხდი პრესკონფერენციაზე დაგვიანებისთვის. ეს იმას უკავშირდება, რომ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გავახანგრძლივე” – თქვა პრანდელიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

56 წლის პრანდელი იტალიის ეროვნულ გუნდს 2010 წლიდან ავარჯიშებს. მანამდე, ის 5 წლის განმავლობაში “ფიორენტინას” ხელმძღვანელობდა.

მისი ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო, ხოლო 2013-ში კონფედერაციათა თასზე – ბრინჯაოსი. 

0.119332