იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, თავის შეგირდებს სოციალური ქსელების გამოყენებას არ შეუზღუდავს.
სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი თწიტტერ-ის საკითხი პრობლემად არაერთი საფეხბურთო ნაკრებისთვის იქცა, რადგან ფეხბურთელები მათ ზედმეტად დიდ დროს უთმობენ. როგორც ირკვევა, ჩეზარე პრანდელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
“გადავწყვიტეთ, ფეხბურთელები მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში ვამყოფოთ, რათა მათ თავიანთი სათქმელის თქმა მოახერხონ.
ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან ურთიერთობის უფლება ექნებათ, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ.” – აცხადებს ჩეზარე პრანდელი.