ფეხბურთი

11:37 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი ბუფონს ემადლიერება

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, ბულგარეთთან სამი ქულის აღების შემდეგ კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს ემადლიერება.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, იტალიელებმა მინიმალური სხვაობით (1:0) იმარჯვეს. ბულგარელებს მინიმუმ ორი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ბუფონმა, რომელიც ეროვნულ გუნდში 136-ე თამაშს ატარებდა, ყველა საფრთხეს გაუმკლავდა და ნაკრების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

“მისაღები შედეგი ჯიჯიმ შეინარჩუნა, რომელმაც ექსტრაორდინალური თამაში გვაჩვენა. ვფიქრობ, ძალიან კარგია გამარჯვებას ხასიათის ხარჯზე რომ მივაღწიეთ. ბულგარელები ძალიან კარგად მოქმედებდნენ შეტევაში და ლოგიკურია, გარკვეულ სირთულეებს რომ განვიცდიდით. სამწუხაროა, ცვლილებების განხორციელება ტრავმების გამო რომ მოგვიხდა. სამივე შეცვლა იძულებითი იყო და ისინი დაზიანებებს უკავშირდებოდა. ფეხბურთელების ფიზიკური კონდინციები ოპტიმალური არაა და სირთულეებიც ამან გამოიწვია” - განაცხადა პრანდელიმ.

ახლა იტალიის ნაკრებს დარჩენილი სამი თამაშიდან ერთი მოგება ყოფნის, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში დაიბევოს. 10 სექტემბერს ისინი ჩეხეთის ნაკრებს მასპინძლობენ და თუ ბუფონმა ამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, ის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. მოცემული მომენტისთვის მის გარდა 136 სანაკრებო შეხვედრა ფაბიო კანავაროს აქვს ჩატარებული.

 

0.11199