ფეხბურთი

19:35 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: “არჩევანი 8-10 თავდამსხმელს შორის უნდა გავაკეთო”

 

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, მას არჩევანის გაკეთება 8-10 თავდამსხმელს შორის მოუწევს.

“მოხარული ვარ იმის გამო, რომ ასეთი თავის ტკივილი გამიჩნდა. 2 წლის წინათ საკმაოდ მცირე არჩევანი მქონდა, მაგრამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა, არჩევანი 8-10 თავდამსხმელს შორის უნდა გავაკეთო, რაც პროგრესია. უწინ, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრებისთვის მზად ჯერ არ იყო, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე გვყავს დესტრო და იმობილე. მიმდინარე სეზონში მათი თამაში სიხარულის მიზეზს იძლევა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები აქტივია და არა საშიშროება. 1978 წელს, კაბრინი და როსი ნაკრებში ახალწვეულები იყვნენ, მაგრამ არგენტინაში ისინი მთავარ მოქმედ პირებად მოგვევლინენ.

კასანო? ის “პარმაში” შესანიშნავად თამაშობს და მის ჩამოწერას არ ვაპირებთ. ტოტი და ტონი? არც მათ გამოვრიცხავთ.” – ციტირებს პრანდელის სიტყვებს Corriere della Sera.

0.11868