პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ელდერ პოშტაგიგამ, რომელიც იანვარში იჯარით “ვალენსიადან” “ლაციოში” გადავიდა, ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა.
“პოშტიგამ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ჯერ წინასწარი დასკვნების გაკეთება არ ღირს. უახლოესი რამდენიმე დღე გვაჩვენებს, მზადაა თუ არა ელდერი ოფიციალურ მატჩებში მოედანზე გასასვლელად. ამისთვის მან უფრო მეტ ფიზიკურ დატვირთვას უნდა გაუძლოს” – განუცხადა “ლაციოს” ექიმმა რობერტო ბიანკინიმ Lazio Style Radio-ს.
31 წლის ფორვარდს წელის ტრავმა აწუხებდა და ამიტომ, გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა.