მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ასიერ ილიარამენდის ერთი სეზონით გაანათხოვრებს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემები იუწყებიან.
როგორც ირკვევა, ესპანელის იჯარით აყვანის სურვილი “პორტუს” აქვს. პორტუგალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად “სოსიედადის” ყოფილი შუახაზელია.
პორტუგალიელები ილიარამენდის “მანჩესტერ სიტიში” გადასული ფერნანდოს შემცვლელად განიხილავენ.