“პორტუს” ოფიციალური საიტის ცნობით, ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოტავიომ პორტუგალიურ გრანდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ყოფილი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება. ახალ გუნდში 19 წლის ოტავიო 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ევროპაში და მით უმეტეს “პორტუში” თამაში ჩემი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ. მსურს გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. ჩემი ძლიერი მხარეები სისწრაფე, დრიბლინგი და დამაგვირგვინებელი დარტყმებია” - განაცხადა მოთამაშემ, რომელმაც გასულ სეზონში “ინტერნასიონალის” მაისურით ჩატარებულ 62 მატჩში 7 გოლი გაიტანა.







