მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი ოლივერ ტორესი, მომდევნო სეზონში, “პორტუში” ითამაშებს.
“პორტუ” რომ 19 წლის ფეხბურთელს არენდით აიყვანდა, ეს დიდი ხნის განმავლობაში ანონსდებოდა. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ოლივერ ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია. გასულ სეზონში, მადრიდელთა პირველ გუნდში, მან 14 თამაში ჩაატარა, აქედან 4 ჩემპიონთა ლიგაზე. ევროტურნირზე ტორესი სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ გამოჩნდა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეს სწორედ “პორტუსთან” გამართულ შეხვედრაში მოხდა.
ოლივერ ტორესმა 2013-14 წლების სეზონის მე-2 ნახევარი “ვილიარეალში” გაატარა, რომლის შემდგენლობაში 9-ჯერ გამოჩნდა და თავი 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.