ჩოგბურთი

10:51 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიაში ფინალისტები და ნახევარფინალისტები გაარკვიეს

პორტუგალიის ოეირაშის საჩოგბურთო ტურნირი ფინიშის სწორზე გავიდა. ქალთა შეჯიბრების საპრიზო ფონდი 250000 ევროა და ტიტულის მოსაპოვებლად გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ რუსი სვეტლანა კუზნეცოვა (7) ასპარეზობაზე პირველ ნომრად განთესილი ესპანელი კარლა სუარეს ნავარო წარსდგებიან.

“მთელი კვირა ჩემთვის მეტად იღბლიანად მიმდინარეობს. ძნელი სათქმელია, მოვიგებ თუ არა ფინალს, მაგრამ თუკი ისევე ვითამაშე, როგორც წინა მატჩებში, ტურნირზე გამარჯვების რეალური შანსი მექნება”, - აცხადებს სუარეს ნავარო.

მამაკაცთა ტურნირის საპრიზო ფონდი 426605 ევროა და მეოთხედფინალები ასე დასრულდა

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) – ლეონარდო მაიერი (არგენტინა) 3:6, 6:4, 6:4

ვიქტორ ჰანესკუ (რუმინეთი) – გასტაო ელიაში (პორტუგალია) 6:1, 7:5

კარლოს ბერლოკი (არგენტინა) – მილოშ რაონიჩი (კანადა) 7:5, 6:4

დანიელ ხიმენო-ტრავერი – მარსელ გრანოლიერსი (ესპანეთი) 6:1, 6:2

ნახევარფინალში ერთმანეთს ბერდიხი-ჰანესკუ, ბერლოკი-ხიმენო-ტრავერი შეხვდებიან.

0.135219