ფეხბურთი

21:12 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუ" კეილორ ნავასით დაინტერესდა

 

კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" მეკარემ კეილორ ნავასმა, შესაძლოა, კარიერა "პორტუში" გააგრძელოს. პრიმერადივიზიონის გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

A Bola-ს ინფორმაციით, 27 წლის კოსტა რიკელი ფეხბურთელის ფასი პრიმერადივიზიონის 2013/14 წლების სეზონში 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა და პორტუგალიელები ამ თანხის გადასახდელად მზად არიან. ტრანსფერმარკეტ-ის მონაცემებით, მეკარის სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი გირვანქაა.

ცნობისთვის, ნავასი "ლევანტემ" 2012 წლის ზაფხულში "ალბასეტესგან" 164 000 ევროს სანაცვლოდ შეიძინა. გასულ სეზონში მან 39 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაუშვა, 18 მატჩში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გიორგი ბალახაძე

0.119785