ფეხბურთი

21:39 | 18.07.2014 | ნანახია 1124 - ჯერ

“პორტუ” კაზემიროთი ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან პორტუგალიის ჩემპიონატში ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციას AS ავრცელებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კაზემიროს მომავალი ბევრ სხვა და სხვა კლუბს დაუკავშირეს, თუმცა იგი ჯერ კიდევ მადრიდულ კლუბშია და მომავალი სეზონისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადება. გუშინ თავისი შეთავაზება “რეალს” “პორტუმაც” გაუკეთა და ბრაზილიელის იჯარით აყვანის სურვილი გამოთქვა.

საუბარი ერთწლიან იჯარასა და შემდეგ შესყიდვის უფლებაზეა, თუმცა მადრიდელებს ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლების დატოვება სურთ. თუ წყაროებს ვენდობით, “პორტუს” ხელმძღვანელები ამ პუნქტის დამატებაზე თანახმა არიან და ტრანსფერი, შეიძლება, მალე განხორციელდეს.

წინა სეზონში კაზემირომ თორმეტი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:10 | 19.07.2014
RMA FANS (3925)

ეს ბიჭი სულ დასაკარგი არაა და კარგია გამოსყიდვის უფლებით რო უშვებს რეალი

11:07 | 19.07.2014
rossonero1 (13120)

D კაზემიროოო

10:23 | 19.07.2014
El Capitano 7 (35967)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

00:01 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

როგორც იქნა ვიღაც რეალიდან მიდის

00:52 | 19.07.2014
Babajuju (2597)

ისიც იჯარით D

13:04 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

მაინც საქმეა

23:45 | 18.07.2014
Z U R A (18341)

ამაში დიდ ნიჭს მე ვერ ვხედავ, ერთი საშუალო დონის იგროკია რაა... გაუშვან ერთი ამისიც))

22:49 | 18.07.2014
Babajuju (2597)

რეალზე რაც იწერება ამ საიტზე სულ ნახევარმცველებზე მიდის ბაზარი DD

22:26 | 18.07.2014
Z U R A (18341)

წაიყვანეთ რაა, შანსი არ აქვს რეალში

0.116597