“პორტუს” ხელმძღვანელობა “ატლეტიკო მინეიროს” თავდამსხმელ ჟოთი დაინტერესდა. ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ცნობით, კლუბებმა ამ თემაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს, მაგრამ ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არცერთი მხარე ჩქარობს.
შეგახსენებთ, 26 წლის ჟომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასი მოიგო - სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.