ბრაზილიური მედიის ცნობით, "პორტუ" მზადაა, "ინტერნასიონალის" შემტევი ნახევარმცველ ოტავიოში, 7 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და მოსალოდნელია, რომ 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და "პორტუსთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ოტავიო ბრაზილიური "ინტერნასიონალის" მთავარ გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ, ფეხბურთელმა 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და სამი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე