ფეხბურთი

11:11 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუ” ანდერსონით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანდერსონის შეძენით პორტუგალიური გრანდი “პორტუ” დაინტერესდა.

Daily Mail-ის ცნობით, “დრაკონები” 26 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გეგმავენ.

ანდერსონმა გასული სეზონი განათხოვრების წესით “ფიორენტინაში” გაატარა, მაგრამ იტალიელებმა გადაწყვიტეს, მისი ტრანსფერი არ გამოისყიდონ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი 2005-2007 წლებში სწორედ “პორტუში” გამოდიოდა და 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც “წითელ ეშმაკებს” მიაშურა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083792