ბოლო სეზონები: მომავალი დრაფტის მოლოდინში
ბოლო წლებია “პორტლენდი” ნბა-ს ერთ ერთი მაჩანჩალაა და სეზონის სტარტზევე, ყველა გულშემატკივარი შეგუებულია იმ აზრს, რომ საყვარელი გუნდისგან პლეი ოფის ზონისთვის ბრძოლასაც კი არ უნდა ელოდოს. 2011-12 წლის რეგულარულის სტარტზე, გრეგ ოდენთან გაფორმებული ერთწლიანი კონტრაქტი კვლავ უშედეგო გამოდგა, რადგან ცენტრალურმა თავდამსხმელმა ისევ ვერ მოახერხა ტრავმებს გამკლავებოდა. გუნდის სასტარტო ხუთეულის უკანა ხაზმა, რომელიც ფელტონითა და კროუფორდით გახლდათ დაკომპლექტებული სეზონი პირწმინდად ჩააგდო, რასაც თუ დავუმატებთ “პორტლენდიდან” ჯერალდ ვოლასის წასვლას, საკმაოდ დრამატული სურათი ისახება ჩვენს თვალწინ. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რადიკალური ზომებისათვის მიემართა და გაანთავისუფლა თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი, მისი ადგილი სეზონის დამთავრებამდე კალებ კანალესმა შეავსო, “ნიუ–ორკში” გაცვალეს ფელტონი და გეზი აიღეს გაახალგაზრდავებისაკენ. 2012 წლის დრაფტზე ხომ მათ ტოპ 11–ში 2 არჩევანის უფლება ქონდათ, რაც წარმატებით გამოიყენეს, “ბლეიზერსის” შემადგენლობა შეავსეს პოზიციით გამთამაშებელმა ლილარდმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლეონარდმა. “პორტლენდში” იმედი დაბრუნდა.
მთავარი მწვრთნელი: ტერი სტოტსი
“პორტლენდის” ახალ მთავარ მწვრთნელს უკვე დაუგროვდა იმდენი გამოცდილება, რათა საბოლოოდ მოახდინოს თვითრეალიზება და ჭკვიანი ასისტენტის როლიდან წარმატებული მწვრთნელის პოსტზე გადავიდეს. წინა რამოდენიმე შემთხვევაში, ეს ასე ნამდვილაად არ გამოუვიდა. ახლა მას კიდევ ერთხელ ეძლევა ამის შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მისი წინამორბედის მაკმილანის იდეებს, რომელმაც ცადა ვეტრანებით დაკომპლექტებული “ბლეიზერსის” სწრაფი თამაშის სტილზე გადაყვანა, რათქმაუნდა კატასტროფით დამთავრდა. სტოტსმა პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს, სცადოს დააბალანსოს გუნდის თამაშის ტემპი შეტევასა და დაცვაში. გაუმართლა რომ კლუბში არ ირიცხება არცერთი საკალათბურთო ეგოიზმით გაჯერებული ვარსკვლავი, ამჯერად “პორტლენდის” ძირითად ბირთვს ახალგაზრდა კალათბურთელები წარმოადგენენ და თუ წარმატებით შეძლო ტერიმ ამ კონტიგენტის წინაშე მაღალი რეპუტაციის მოპოვება, მაშინ უკვე შეიძლება დადებით შედეგზე ფიქრი.
ახალი იმედი: დემიენ ლილარდი
ბოლო წლებია “პორტლენდი” ნბა-ს ერთ ერთი მაჩანჩალაა და სეზონის სტარტზევე, ყველა გულშემატკივარი შეგუებულია იმ აზრს, რომ საყვარელი გუნდისგან პლეი ოფის ზონისთვის ბრძოლასაც კი არ უნდა ელოდოს.
აარონ ბრუქსი, ჯაამირ ნელსონი, ჯილბერტ არენასი, რენდი ფოი, ბრენდონ ჯენინგსი – ყველა ეს მოთამაშე წარმატებული გამთამაშებლები არიან და საკალათბურთო მოედანზე პოზიციის გარდა საერთო ის აქვთ რომ ნბა–ში სუყველა უებერ–სტეიტის უნივერსიტეტის გავლით მოხვდნენ. 2012 წლიდან მათ რიცხვს დემიენ ლილარდიც მიემატა. იგი ძალიან სპეციფიკური მოთამაშე გახლავთ. შეტევის დამთავრების მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს ძირითადად ან პიკენ როლი უნდა გაითამაშოს და ანდაც შორეული ტყორცნა განახორციელოს. საშუალო დისტანციებიდან პრაქტიკულად არ ისვრის. ამასთან ერთად როცა სამწამიან ზონაში შედის, იშვიათად ფიქრობს პარტნიორებზე პასის გადაცემაზე. ლამარკუს ოლდრიჯთან შეთამაშების შემთხვევაში ძალიან მრისხანე დუეტის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში თუ არ წუვიდათ თამაში, მაშინ გუნდი რჩება პრაქტიკულად გამთამაშებლის გარეშე, რომელსაც არც ტყორცნები მისდის და არც პასის გადაწოდების მაღალი კულტურა გააჩნია.
http://www.youtube.com/watch?v=MHBDW6tNcvo
მთავარი გმირი: ლამარკუს ოლდრიჯი
ოლდირიჯი 27 წლის გახლავთ და იგი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ სერიოზულ წარმატებაზე მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს ფიქრი , როდესაც 30 წლის გახდება. სწორედ მაშინ მთავრდება მისი მოქმედი კონტრაქტი “პორტლენდთან” და მიეცემა შანსი თავისუფალი აგენტის სტატუსით გავიდეს სატრანსფერო ბაზარზე. ლამარკუსი ძალიან ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გუნდის სათამაშო სქემაში უპრობლემოდ ჩაჯდეს და თავისი თამაშითა და ქცევით მაგალითი მისცეს ირგვლივმყოფთ. თუმცა ოლდრიჯმა უნდა განსაზღროს თუ რა იქნება მისთვის პრიორიტეტი: დარჩეს გუნდში და მიიღოს მონაწილეობა საჩემპიონო გუნდის მშენებლობაში, სადაც იგი მთავარი კაცი იქნება, თუ სხვა ნავსაყუდელი მოძებნოს. ყველა ამ კითხვაზე პასუხს დიდწილად ახალი რეგულარული სეზონი გაგვცემს, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება თუ როგორ შეეწყობა “პორტლენდს” დრაფტიდან მოსული ახალი კონტიგენტი.
http://www.youtube.com/watch?v=uXZYnFftPrw
მეხუთე ბორბალი: ჯეი ჯეი ჰიკსონი
იყვნენ, არიან და აუცილებლად იქნებიან ისეთი სტილის მოთამაშეები, რომელთა კარიერის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ როგორ საკალათბურთო გარემოში მოხვდებიან. სწორედ ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ჯეი ჯეი ჰიკსონი. “საკრამენტოში” თამაშისას იგი საშუალოდ 4,7 ქულას აგროვებდა მატჩში, უტევდა რა მეტოქის კალათს 37% სიზუსტით. თუმცა ცოტა ხანში მოხდა მისი “პორტლენდში” გაცვლა და ჰიკსონიც გაიხსნა. მან შესანიშნავი „მაღლების“ დუეტი შექმნა ლამარკუს ოლდრიჯთან. ახალი კლუბის შემადგენლობაში საწყის 19 მატჩში მან საშუალოდ 15,1 ქულა და 8,3 მოხსნა დააგროვა, უტევდა რა კალათს 54,3 % სიზუსტით. პროგრესი აშკარად თვალშისაცემი გახლავთ. თუმცა ჯეი ჯეი ნამდვილად არ არის იდეალური დაცვაში თამაშისას, მაგრამ შეტევაში ასეთი აგრესიული თამაშით მნიშვნელოვანი დახმარება შეუძია გაუწიოს “პორტლენდს”.
http://www.youtube.com/watch?v=W6xizIJh2kw
X ფაქტორი: ნიკოლას ბატუმი
ერთი შეხედვით ნიკოლას ბატუმს ყველანაირი მონაცემი აქვს რათა გახდეს ნბა–ს ვარსკვლავი: ათლეტურია, დაცვაში კარგად თამაშობს, უბურთოდ შესანიშნავად იხსნება, ისვრის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.. მაგრამ, არ გააჩნია მთავარი რამ – ჟინი მოგებისა. ბატუმი არ გამოდის თითქმის არასდროს პარკეტზე რათა დაუმტკიცოს ყველას რო იგი საუკეთესოა, არამედ თამაშობს თავისი სიამოვნებისათვის და საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად საერთოდ ეთიშება სათამაშო პროცესს და მატჩში მიმდინარე მოვლენებს. არადა ნიკოლასი ისეთ ასაკშია, როდესაც უნდა გადაწყდეს გახდება კალათბურთელი ვარსკვლავი, თუ ჩვეულებრივი მოთამაშის სტატუსს ატარებს კარიერის ბოლომდე. ფრანგს კიდევ დიდხანს არ ემუქრება “პორტლენდის” სასტარტო ხუთეულიდან ამოვარდნა, მაგრამ თუ ვარსკვლავობას გადაწყვეტს, მაშინ კოლოსალური დახმარება შეუძლია გაუწიოს საკუთარ კლუბს.
http://www.youtube.com/watch?v=GfdCPjIE51I
სასტარტო ხუთეული: დამიენ ლილარდი, ვესლი მეტიუზი, ნიკოლას ბატუმი, ლამარკუს ოლდრიჯი, ჯეი–ჯეი ჰიქსონი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები
ქულები:ოლდრიჯი – 21,2
მოხსნები: ოლდრიჯი– 8,1
გადაცემები: ლილარდი – 4,5
ჩაჭრები: ბატუმი – 1,5
დაფარებები: ჰიკსონი – 1,5
დაკარგვები: ლილარდი – 3,2
დასკვნა: ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად “პორტლენდის” ერთგულ გულშემატკივრებს ის წლები ახსენდებათ, როცა გუნდის ლიდერებად დრაფტზე აყვანილი გრეგ ოდენი და ახალგაზრდა ბრენდონ როი ითვლებოდნენ. თუმცა ტრავმების ეპიდემიამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფსკერზე ღრმად ჩააყვინთინა “ბლეიზერსს”. ამჯამად იმედია გაუმართლებთ და ახალბედები დიდი ხნის განმავლობაში შეძლებენ სერიოზული ტრავმების გარეშე კლუბის ღირსების დაცვას. გუნდის წინა ხაზს სერიოზულად გააძლიერებს მეიერს ლეონარდი. თუმცა დღესდღეობით ისეთი მაღალი კონკურენციაა დასავლეთ კონფერენციაში, რომ მაინც ძალიან საეჭვოა გუნდის პლეიოფში გასვლა, თუმცა გასული სეზონის შედეგს( 28 მოგება და 38 წაგება) დიდი ალბათობით გააუმჯჯობესებენ.
გიორგი ბარბაქაძე