კალათბურთი

0:11 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლს 6-კვირიანი იძულებითი დასვენება ელის

“ლოს ანჟელეს კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი მარჯვენა მხრის ამოვარდნის გამო დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს. NBA.com-ის ცნობით, კალიფორნიულმა კლუბმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლმა გამოკვლევა გაიარა.

“კლიპერსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა “დალას მავერიქსთან” მოგებულ (119:112) მატჩში მიიღო. აღნიშნული შეხვედრის მე-3 მეოთხედში მონტა ელისის მიერ აღებული ფოლის შემდეგ, კრისი პარკეტზე უხერხულად დაეცა.

მიმდინარე სეზონში პოლის საშუალო მონაგარი 19.6 ქულა და 11.2 პასია.

0.113329