ფეხბურთი

16:10 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლონური პრესა: “ლეგიას” დვალიშვილი ნახევარი მილიონი დაუჯდება

პოლონური ინტერნეტგამოცემა sport.pl-ი იუწყება, რომ ვლადიმერ დვალიშვილი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ მისი შედეგი დადებითი იქნება, მაშინ ვარშავის “ლეგიასთან” კონტრაქტს გააფორმებს.

ხსენებული გამოცემის ცნობით, “ლეგიას” დვალიშვილის ტრანსფერი დაახლოებით ნახევარი მილიონ ევრო დაუჯდება.

200000 ევრომდე “პოლონია” მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა დვალიშვილსა და ვარშავული კლუბის ყოფილ მეპატრონეს იოსიფ ვოიცეხოვსკის ჩაერიცხება, რომელსაც დვალიშვილის ტრანსფერზე გარკვეული უფლებები შენარჩუნებული ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 570000 ზლოტი, რომელიც დვალიშვილმა “პოლონიას” პრეზიდენტ ირენეუშ კროლისგან მიიღო, იმ თანხის დაახლოებით მესამედია, რაც კლუბს ფეხბურთელის ემართა.

0.114368