სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:36 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონური პრესა: დვალიშვილი უსამართლოდ გააძევეს

 

პოლონეთში, “ლეგია”-“კორონას” შეხვედრის 53-ე წუთზე ლადო დვალიშვილი გააძევეს. იმ დროს ანგარიში 0:0 იყო, ვარშაველებმა კი გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე გაიტანეს და მოიგეს. პოლონური პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ მსაჯმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა ქართველის მიმართ და ის გასაძევებელი არ გახლდათ.

ასეა თუ ისე, დვალიშვილი მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს – პირდაპირ წითელ ბარათზე, პოლონეთში ასეთი სასჯელია. შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვან, თუ კომისია გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ლადოს უცხოურ კარიერაში ეს პირველი წითელი ბარათია: “სკონტოში”, “მაკაბიში”, “პოლონიასა” და “ლეგიაში” ის არასოდეს გაუძევებიათ.

აქვე, კომენტარებიც. “კორონას” ფეხბურთელი გოლანსკი, რა თქმა უნდა, თავს იცავს:   

გოლანსკი: “სიმულიაცია არ მიყვარს. დვალიშვილმა ხელი ხელში დამარტყა და წავიქეცი. მან წითელი ბარათი დაიმსახურა”.

ჰენინგ ბერგი: “მსაჯი შეცდა, როცა ლადო გააძევა. შესაძლოა, ეს საკვანძო ეპიზოდი ყოფილიყო და შეხვედრა ვერ მოგვეგო”.

რაც შეეხება ლადოს კომენტარს: “გოლანსკის ოდნავ შევეხე და გააფორმა. აქ გასაძევებელი არაფერი იყო. “ლეგია” გააპროტესტებს და იმედია, დისკვალიფიკაცია არ შემეხება”.   

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11613