სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:31 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონური გამოცემა: დვალიშვილმა ახალი გუნდი უნდა მოძებნოს

პოლონური გამოცემა “Przegladu Sportowego”-ს ჟურნალისტი ადამ დავიძიუკი მიიჩნევს, რომ ვარშავის “ლეგიას” ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა მომავალი სეზონიდან ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.

“საქართველოს წარმომადგენელმა კლუბის შეცვლაზე დაუყონებლივ უნდა იფიქროს. როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად მისი კონკურენტები მწყობრში იქნებიან, დვალიშვილისთვის სიტუაცია შესაძლოა უიმედო აღმოჩნდეს.

მიმდინარე სეზონში დვალიშვილი “განტევების ვაცი” გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, “ლეგიას” საუკეთესო ბომბარდირი იყო, როდესაც მთელი გუნდი ცუდად თამაშობდა, ამას მაინც მას აბრალებდნენ. მისი სათამაშო ფორმა არცთუ ცუდისგანაც კი შორსაა, მაგრამ ყველაფერში დვალიშვილის დადანაშაულება ზედმეტია.

ის ბოლო მატჩშიც გააკრიტიკეს, როდესაც კრაკოვის “ვისლასთან” 8 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. სტატისტიკა მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ბოლო გოლი ლადო შარშან ნოემბერში გაიტანა და მას შემდეგ 527 წუთიანი უგოლო სერია აქვს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დვალიშვილი მალე კლუბს დაემშვიდობება? როდესაც გუნდს ორლანდო სა, მარეკ საგანოვსკი და მიქაელ ეფირი დაუბრუნდებიან, ქართველისთვის “ლეგიას” სასტარტო შემადგენლობაში შენარჩუნება რთული იქნება” – იუწყება “Przegladu Sportowego” დვალიშვილის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13132