ფეხბურთი

19:15 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლონური გამოცემა: “ბაიერნი” ლევანდოვსკის 2 იანვარს წარადგენს”

 

დორტმუნდის “ბორუსიასა” და პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის, მიუნხენის “ბაიერნი” ოფიციალურად 2014 წლის 2 იანვარს წარადგენს. ამას, პოლონური გამოცემა Piłka Nożna ირწმუნება.

მისი ინფრომაციით, “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ და ლევანდოვსკის აგენტმა, კონტრაქტის დეტალებზე ამა წლის ზაფხულში მოილაპარაკეს. შედეგად, ლევანდოვსკი მიუნხენელებთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

სხვათა შორის, 25 წლის ლევანდოვსკის შეძენა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” სურდა, მაგრამ ბოლო მომენტში, დორტმუნდელებმა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გაზარდეს.

0.148757