ჩოგბურთი

21:52 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთი ჰოფმანის თასის ფინალშია

 

პოლონეთის საჩოგბურთო ნაკრებმა ავსტრალიის ქალაქ პერტში მიმდინარე ჰოფმანის თასზე მასპინძელთა გუნდს 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. პოლონელები ჰოფმანის თასის გადამწყვეტ მატჩში პირველად იასპარეზებენ.

მამაკაცთა შეხვედრაში 21 წლის ბერნარდ ტომიჩმა რეიტინგსიის 288-ე ადგილზე მყოფ პოლონელ გჟეგოჟ პანფილს 6:1, 6:4 მოუგო, ქალთა ერთეულებში კი კლასიფიკაციის მეხუთე ნომერმა აგნეშკა რადვანსკამ 18-ე საფეხურზე მყოფ სამანტა სტოსურს 3:6, 6:4, 6:4 სძლია და ანგარიში გააყაიმა.

გადამწყვეტი წყვილთა ასპარეზობა გამოდგა. რადვანსკასა და პანფილის დუეტმა სტოსურისა და ტომიჩის ტანდემს 1:6, 7:5, 10:8 მოუგო და პოლონეთი ფინალში გაიყვანა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090636