FIFA-ს ანტიკორუფციული კომიტეტის წევრი და კარიბის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი კანოვერ უოტსონი კაიმანის კუნძულებზე დააკავეს. ამის მიზეზი ისაა, რომ მას ბრალი კორუფციაში ედება.
პოლიციის განცხადების თანახმად, 43 წლის საფეხბურთო ჩინოვნიკი ნდობის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასთან ბრძოლის წესების დარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია მხილებული. თავად უოტსონი ყველა ბრალდებას უარყოფს.