ფეხბურთი

12:28 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა

გუშინ ბირმინგემში გამართული ინგლისის პრემიერლიგის მატჩში, რომელშიც “ასტონ ვილა” ლონდონის “ტოტენჰემს” მასპინძლობდა, სტუმართა გუნდის გულშემატკივართა სექტორიდან მაშხალა ისროლეს და ის გვერდით მსაჯ დევიდ ბრაიანს კისერში მოხვდა.

Sky Sports-ის ონფორმაციით, ლაისმენი ტრავმას გადაურჩა და მუშაობა გააგრძელა, მაგრამ ეს ფაქტი პოლიციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ოპერატიულად დაიწყო დამნაშავეების ძებნა. უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთი 25, ხოლო მეორე 47 წლისაა.

თავის მხრივ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც.

0.143919