ფეხბურთი

14:10 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: “შოკირებული და აღელვებული ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” 19 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოსთან და ესპანეთის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, საფრანგეთის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, ფიქრობს, რომ ეს ფაქტი, მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“მე შოკირებული და აღელვებული ვარ. ჯერ კიდევ ვერ გავათვითცნობიერე ეს რა არის. თუმცა, ჩემი ოცნების შემდეგ, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი, ახალი მიზანის მაქვს – ეროვნულ გუნდში დამკვიდრება. ვარჯიშის შემდეგ, ვნახე რომ ჩემს ტელეფონში უამრავი ზარი იყო შემოსული. ჩემი მენეჯერისგან საფრანგეთის ნაკრებსი გამოძახების ამბავი გავიგე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარიერის დასაწყისში საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობდი. ანდრეა პირლოსგან ბევრი რამ ვისწავლე. მოედნის ნებისმიერ წერტილში მან იცის ბურთს როგორ მოეპყროს. მისთვის ფეხბურთში საიდუმლო არ არსებობს” – იუწყება პოგბას სიტყვებს RMCsport-ი.

 

თეგებიპოლ პოგბა
0.112878