კალათბურთი

11:21 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პირსმა "ჯაზმენები" ოვერტაიმში დაადუმა

"ბოსტონ სელტიქსი" სოლტ ლეიკ სიტის ეწვია და "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდა. გამარჯვებულის ბედი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, მხოლოდ ოვერტაიმში გადაწდა. პოლ პირსის შედეგიანი გარჯის წყალობით, ნბა-ს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა - 110:107.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და საწყის მეოთხედში შვიდჯერ ფრე დაფიქსირდა, ხოლო ანგარიშში ლიდერი რვაჯერ შეიცვალა. სტუმრებმა პირველი თორმეტწუთეული მაინც მოიგეს - 28:26. თუმცა "იუტაც" დროულად გამოფხიზლდა, 3-წამიან ზონაში ელ ჯეფერსონისა და პოლ მილსაპის დომინანტური თამაშის წყალობით, ანგარიში ჯერ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ, დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდა - 53:48.
შეხვედრის მეორე ნახევარშიც ვერცერთი გუნდი ახერხებდა გადამწყვეტი გაქცევის შესრულებას. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 36 წამით ადრე პოლ პირსმა საშუალო დისტანციიდან ზუსტად გაისროლა და "სელტიქსი" წინ გაიყვანა - 97:95, თუმცა დარჩენილ დროში "ჯაზმენებმა" ბარქსის ზუსტი ორქულიანით აღადგინეს წონასწორობა - 97:97. "ბოსტონს" ბოლო შეტევისთვის რამდენიმე წამი დარჩა, მაგრამ მის კაპიტანს მიზანი გაუცუდდა და ოვერტაიმი დაინიშნა.
დამატებით ხუთწუთეულში საშუალო დისტანციებიდან მილსაპისა და ქეროლის ტყორცნებმა მიზანს უწიეს და მასპინძლები წინ გავიდნენ - 101:99. თუმცა "სელტიქსის" კაპიტანმა ჯერ ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კიდევ ზედიზედ 4 ქულა მიითვალა და მარტომ გადაწყვიტა შეხვედრის გამარჯვებულის ბედი საკუთარი გუნდის სასარგებლოდ - 110:107.
მატჩის MVP, რაღა თქმა უნდა, პოლ პირსი გახდა, რომელმაც 26 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. აღსანიშნავია ეივერი ბრედლის 18 ქულა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია მას მერე, რაც "ბოსტონში" გადავიდა.
დღევანდელი წარმატების შემდეგ, "სელტიქსს" 30 მოგებით და 27 მარცხით ატლანტიკის დივიზიონში მე-3 საფეხური უკავია, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში – მე-7.
"ატლანტა ჰოუქსი" წარმატებულ სვლას აგრძელებს. ჯორჯიულ კლუბს 6-მატჩიანი გასვლითი ტურნე აქვს და ჯერჯერობით ორიდან ორი მოგებით იწონებს თავს. დღეს გამთენიისას ლარი დრიუს მიერ დამოძღვრილმა გუნდმა ყველანაირი პრობლემების გარეშე დაამარცხა ბოლო დროს ცუდ სათამაშო ფორმაში მყოფი "დეტროიტ პისტონზი" - 114:103.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად სამმა კალათბურთელმა დააგროვა 20 ან მეტი ქულა. სწორედ ჯეფ ტიგის, ელ ჰორფორდის და ჯოშ სმიტის კარგი გარჯის შედეგად, "ჰოუქსმა" საწყისი სამი მეოთხედი მოუგო მეტოქეს და უკანასკნელ 12 წუთს 18-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა, რომელიც შემდეგ საფინალო სირენამდე უპრობლემოდ შეინარჩუნა. სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულიას მცირე ტრავმის გამო ამ გამარჯვებაში მონაწილეობა არ მიუღია.
"ლეიკერსმა" ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კიდეც მიუახლოვდა მოგება-წაგებათა ბალანსის ნეიტრალურ ზღვარს, თუმცა დღეს გამთენიისას სტუმრად "დენვერთან" კალიფორნიულმა გუნდმა დაცვაში ამაზრზენად ითამაშა და სეზონში 30-ე მარცხი იწვნია.
"ნაგეთსი" თავისი ერთ-ერთი ლიდერის, დანილო გალინარის გარეშე თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ჯორჯ კარლის გუნდმა მეტოქეს მატჩის პირველ ნახევარში 67 ქულა ჩაუგდო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ბევრს ეცადა "ლეიკერსი", ბრაიანტმა 29 ქულას მოუყარა თავი, ჰოვარდმა სოლიდური ორმაგი დუბლი გაიფორმა - 15 ქულა და 14 მოხსნა, სტივ ნეშმა და მეტა ვორლდ ფისმა შესაბამისად 16 და 15 ქულა მოუტანეს გუნდს, თუმცა "დენვერი" უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა დაცვაში, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. უხვქულიან მატჩში "ნაგეთსმა" მაიკ დანტონის გუნდი 119:108 დაამარცხა.

იუტა - ბოსტონი 107:110 (26:28, 27:20, 19:32, 25:17, 10:13)
იუტა: ფოი (6), ჯეფერსონი (15+11მ), მილსაპი (16), მა. უილიამსი (15), ვოტსონი (2); ფეივორსი (7), კანტერი (4), კეროლი (8), ჰაივარდი (26), ბარქსი (8)
ბოსტონი: ლი (14), ბრედლი (18), გარნეტი (13+10მ), ბასი (15), პირსი (26); ვილკოქსი (2), გრინი (6), ტერი (14), კროუფორდი (2)

დეტროიტი - ატლანტა 103:114 (24:27, 27:34, 19:27, 33:26)
დეტროიტი: სტაკი (22), სინგლერი (13), მონრო (15), მაქსიელი (7), კალდერონი (7); კრავცოვი (2), ჯერებკო (21), ვილიანუევა (2),ინგლიში (10)
ატლანტა: ტიგი (20), ჰორფორდი (23+22მ), სმიტი (23), კორვერი (15),სტივენსონი (7); ჰარისი (11), ჯენკინსი (6), ტოლივერი (5), ჯონსონი (2), პეტრო

ტორონტო - ვაშინგტონი 84:90 (16:17, 16:23, 22:23, 30:27)
ტორონტო: ლოური (18), დეროზანი (25),ვალანჩუნასი (4), გეი (7), ჯონსონი (6); ბარნიანი (8), როსი (3), ანდერსონი (4), ლუკასი (9), ფილდსი
ვაშინგტონი: ვოლი (10), ოკაფორი (8), ნენე (11), ვებსტერი (12), ბილი (20); ტემპლი (1), ბუკერი (8), არიზა (8), სინგლეტონი, მაკი, პრაისი (12)

დენვერი - ლეიკერსი 119:108 (35:29, 32:25, 28:29, 24:25)
დენვერი: ლოუსონი (22), იგუადალა (14+12მ), კუფოსი (8), ფარიდი (12), ჩენდლერი (23); მილერი (9), ბრიუერი (16), მაკგი (7), ჰემილტონი, რენდოლფი (6), მოზგოვი (2)
ლეიკერსი: ნეში (16), ბრაიანტი (29), ჰოვარდი (15+14მ), კლარკი (8), ვორლდ ფისი (15); მიქსი (8), ჯემისონი (14), ბლეიკი (3)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 58 45 13 6048:5558 0.776
2. ოკლაჰომა 56 41 15 5968:5461 0.732
3. კლიპერსი 58 40 18 5822:5457 0.690
4. მემფისი 55 37 18 5135:4927 0.673
5. დენვერი 58 36 22 6116:5897 0.621
6. გოლდენ სტეიტი 56 33 23 5667:5676 0.589
7. იუტა 57 31 26 5623:5644 0.544
8. ჰიუსტონი 58 31 27 6168:6001 0.534
9. ლეიკერსი 58 28 30 5923:5873 0.483
10. პორტლენდი 56 26 30 5420:5581 0.464
11. დალასი 55 25 30 5584:5642 0.455
12. მინესოტა 53 20 33 5060:5175 0.377
13. ნიუ ორლეანი 57 20 37 5384:5545 0.351
14. საკრამენტო 57 19 38 5534:5944 0.333
15. ფინიქსი 57 18 39 5392:5713 0.316

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 54 40 14 5573:5192 0.741
2. ინდიანა 56 35 21 5248:5009 0.625
3. ნიუ-იორკი 53 33 20 5305:5104 0.623
4. ატლანტა 55 32 23 5374:5321 0.582
5. ბრუკლინი 57 33 24 5423:5404 0.579
6. ჩიკაგო 56 32 24 5181:5110 0.571
7. ბოსტონი 57 30 27 5481:5478 0.526
8. მილუოკი 54 26 28 5277:5336 0.481
9. ფილადელფია 54 22 32 4977:5171 0.407
10. ტორონტო 57 23 34 5541:5614 0.404
11. დეტროიტი 59 22 37 5597:5757 0.373
12. ვაშინგტონი 55 18 37 5059:5252 0.327
13. კლივლენდი 56 18 38 5467:5670 0.321
14. ორლანდო 56 15 41 5252:5587 0.268
15. შარლოტი 56 13 43 5255:5755 0.232


გიორგი ბარბაქაძე

0.113534