მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ასისტენტმა პოლ კლემენტმა ესპანურ გამოცემებს უთხრა, რომ დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყების რეალურ შანსს ამჯერად არ გამოიყენებს.
„მადრიდში მუშაობა უდიდესი ბედნიერებაა და ამიტომ, გადავწყვიტე, ამ ეტაპზე „რეალის“ გარდა არაფერზე ვიფიქრო. ცხადია, დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებაც მსურს და ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯსაც გადავდგამ“ - განაცხადა სპეციალისტმა.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ კლემენტს „ვესტ ბრომვიჩი“ სთავაზობდა მთავარი მწვრთნელის სავარძელს, მაგრამ ოფიციალური კომენტარიდან გამომდინარე, ბრიტანელებს სხვა კანდიდატზე დაფიქრება მოუწევთ.