კალათბურთი

19:12 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლ ჯორჯმა "ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის" ტიტული მიიღო

"ინდიანას" ფორვარდმა პოლ ჯორჯმა ნბა-ს 2012-13 წლების სეზონის "ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის" ტიტული მიიღო, - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.

გამოკითხვაში კანადისა და ამერიკის 120 სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი მონაწილეობდა. 22 წლის პოლ ჯორჯმა 1080 შესაძლებელი ქულიდან 311 მიიღო (52 პირველი ადგილი). მან დიდი სხვაობით აჯობა "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელ გრევის ვასკესს (146 ქულა, 13 პირველი ადგილი), "მილუოკის" ცენტრ ლარი სენდერსს (141 ქულა, 10 პირველი ადგილი), "ორლანდოს" ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩს (109 ქულა, 10 პირველი ადგილი) და "სიქსერსის" გამთამაშებელ ჯრუ ჰოლიდეის (102 ქულა, 10 პირველი ადგილი).

მიმდინარე სეზონში ჯორჯის საშუალო სამატჩო მონაგარი 17,4 ქულას, 7,6 მოხსნასა და 4,1 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.

0.111884