ფეხბურთი

23:39 | 28.05.2014 | ნანახია 518 - ჯერ

პოიეტმა "სანდერლენდთან" გაახანგრძლივა

 

"სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის გაახანგრძლივა და "შავ კატებს" 2016 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაცია კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

"კლუბის სტაბილურობა ხანგრძლივი კონტრაქტით შენარჩუნდება. ახალი შეთანხმებით, კლუბის ხელმძღვანელობა და მეც კმაყოფილნი დავრჩით. ვიმედოვნებ შემდეგ სეზონში უფრო წარმატებულად ვიასპარეზებთ." - განაცხადა პოიეტმა.

46 წლის ურუგვაელი სპეციალისტი “სანდერლენდს” სათავეში გასულ წელს ჩაუდგა - კლუბიდან დათხოვნილი პაოლო დი კანიო შეცვალა. პოიეტის გაწვრთნილმა "სანდერლენდმა" პრემიერლიგა მე-14 ადგილზე დაასრულა, ყველაზე დასამახსოვრებელი კი "ჩელსისთან" და "მანჩესტერთან" სტუმრად მოგებული მატჩები იყო.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141331
სარეკლამო ადგილი - 99
X x X