გუშინ ,,სანდერლენდმა’’, “ნიუკასლ იუნაიტედთან’’ საშინაო კედლებში, პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა (2:1). გუნდის ურუგვაელი თავკაცი გუსტავო პოიეტი მოგებით კმაყოფილი იყო და მატჩისშემდგომ მცირე კომენტარი გააკეთა:
,,ადვილად გამარჯვებები არ მოდის. ძალიან ვნერვიულობდი დამატებულ წუთებში. როგორც იქნა მოვიგეთ. ბედნიერი ვარ მოპოვებული სამი ქულით. იმედი მაქვს ეს იქნება დასაწყისი შემდეგი გამარჯვებებისა, გულშემატკივრები იქნებიან კიდევ უფრო ბედნიერები, როცა გუნდი მოედანზე წარმატებულად ითამაშებს’’.
პოიეტმა ასევე ისაუბრა ნახევარმცველ ლი კატერმოლზე.
,,დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია თამაშის გაუმჯობესება და იმაზე გაცილებით ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება, ვიდრე ამას გულშემატკივრები ფიქრობენ. ლი კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და სწორად მოვიქეცი მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენებით. კატერმოლი ყურადღებიანია, ყოველთვის ცდილობს დასვას კითხვები, მეტი ისწავლოს, მონდომებულია, ასე რომ ეჭვიც არ შემიტანია ამ გადაწყვეტილებაში’’.
ამ გამარჯვებით ,,სანდერლენდმა’’ თავი დააღწია ბოლო ადგილს და 4 ქულით მეცხრამეტე ადგილზე აინაცვლა. მეოცე ადგილზე მყოფ ,,კრისტალ პალასს’’ ერთი ქულით უსწრებს, ხოლო 18-ე ადგილოსან “ნორვიჩს’’ 4 ქულით ჩამორჩება.
დიმიტრი შარიქაძე