შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვოს. Corriere dello Sport-ის ცნობით, ფრანგს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი, სწორედ 3 ტურია დარჩენილი.
საქმე ისაა, რომ “პალერმოსთან” მატჩში, პოგბამ სალვატორე არონიკას შეაფურთხა. უახლოეს პერიოდში, დისციპლინარული კომიტეტი ამ ეპიზოდს დეტალურად შეისწავლის და პოგბას სასჯელს განუსაზღვრავს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, პოგბამ “ბებერი სინიორას” მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის ავტორი გახდა.