საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა მის კარიერულ წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის ტურინელთა მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს მადლობას უხდის. პოგბა კომენტარს უკრაინასთან 3:0 მოგებული თამაშის შემდეგ აკეთებს.
“კარგი თამაში იყო, რომლის დროსაც ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება მოვახდინეთ.
ეს ოცნების ასრულებაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდით. ბრაზილიაში წასვლა ყველას ძალიან უნდოდა.
მიმაჩნია, რომ საფრანგეთის ნაკრების წარმატება ანტონიო კონტესთანაცაა დაკავშირებული. რომ არა ის, ეროვნულ გუნდში ვერ მოვხვდებოდი. კონტემ “იუვენტუსში” მიმიყვანა, შანსი მომცა და ნდობა გამომიცხადა. სწორედ ამიტომ გამომიძახეს ნაკრებში.” – განაცხადა პოგბამ Sky Italia-სთან საუბრის დროს.