ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ორი მატჩიდან მინიმუმ ერთში, მადრიდის “რეალის” დამარცხება შეუძლია.
“არაფრის გვეშინია. “რეალს” მინიმუმ ერთ მატჩში დავამარცხებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი გუნდი “იუვენტუსია”. კლუბის ისტორიის, პრესტიჟისა და ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, არაფრის გვეშინია.
“რეალი” არ მაშინებს. “იუვენტუსი” წამყვანი ევროპული გუნდების დონეზეა. მადრიდში მოგებაც შეგვიძლია.
მე ჯერ კიდევ არაფერს წარმოვადგენ. რა გამიკეთებია? აბსოლუტურად არაფერი. ვუყურებ პირლოს, ბუფონს და მათგან ვსწავლობ, თუ როგორ უნდა გავხე ნამდვილი ჩემპიონი. ამ ორმა ფეხბურთელმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ისინი მონსტრები არიან, მაგრამ ვარჯიშებზეც კი ბოლომდე იხარჯებიან.” – ციტირებს პოგბას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.