საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი პოლ პოგბა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. “იუვენტუსის” შუახაზელის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
საფრანგეთის ნაკრები ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში პოგბამ და მისმა თანაგუნდელებმა ურუგვაის ნაკრები პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხეს.