“იუვენტუსის” ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა “მანჩესტერულ” კარიერას ყველაზე ცუდ პერიოდად მოიხსენიებს.
“ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემს კარიერაში? “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული დრო. რა თქმა უნდა, ასეთ გუნდში ყოფნის დროს, უნდა მოითმინო და შენს შანსს დაელოდო, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, რომ პატივს მცემდნენ და მაფასებდნენ.
გამიმართლა, რომ ჩემს კუმირთან, ანდრეა პირლოსთან ერთად ვთამაშობ. არ ვმალავ, რომ მინდა მას დავემსგავსო.” – აცხადებს პოგბა.
პოლ პოგბა “მანჩესტერში” 2009-2012 წლებში ირიცხებოდა. ინგლისელთა პირველი გუნდის მაისურით ის მოედანზე 7-ჯერ გამოჩნდა და თამაშში შვიდივეჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.