ფეხბურთი

15:39 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: "მანჩესტერი" და ფერგიუსონი უპატივცემულოდ მომექცნენ

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის პოლ პოგბას განცხადებით, 2012 წელს "მანჩესტერი" და სერ ალექს ფერგიუსონი მას უპატივცემულოდ მოექცნენ.

"მათ გუნდიდან გამიშვეს. შეიძლება არც ფიქრობდნენ, რომ შეცდომას უშვებდნენ. "მანჩესტერი" დიდი კლუბია, მაგრამ უპატივცემულოდ მომექცნენ. მაშინ თამაში მინდოდა, მაგრამ ერთი კვირა მარტო მავარჯიშებდნენ. ერთხელ ფერგიუსონმა მითხრა დარბაზში წავსულიყავი, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ ფეხბურთელი ვარ და არა ათლეტი", _ ციტირებს პოგბას სიტყვებს Daily Express-ი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მანჩესტერიდან" "იუვენტუსში" 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიპოლ პოგბა
0.120141