ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა ბოლოდროინდელ ჭორებს კლუბიდან აბარგებასთან დაკავშირებით უარყოფს და აღნიშნავს, რომ მთლიანად იტალიურ კლუბზეა ფოკუსირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელით პსჟ, მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" არიან დაინტერესებულები. თავად ფეხბურთელის განცხადებით, იგი წასვლას არ აპირებს.
"ჯერ არავისთან მისაუბრია კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით. მთლიანად თამაშებზე ვარ ფოკუსირებული. მინდა სკუდეტო კიდევ ერთხელ მოვიგოთ და კლუბის ისტორია გავამდიდროთ. ამის გარდა ევროპის ლიგაზეც თუ მივაღწევთ წარმატებას ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დიდი კლუბები ინტერესდებიან ჩემით, მაგრამ "იუვენტუსზე" ვარ ფოკუსირებული და მორჩა. გულშემატკივრები მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ და ეს შესანიშნავია. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონს მხოლოდ ერთს ვიტყვი: პსჟ დიდებული კლუბია." _ განაცხადა Bein Sport-თან საუბრისას პოლ პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი 2012 წელს "მანჩესტერიდან" "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
გიორგი ბალახაძე