ფეხბურთი

13:56 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკისთვის “სქოთებთან” მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანია

არგენტინასთან წაგებით (2:4) გულდაწყვეტილმა ლუკაშ პოდოლსკიმ განაცხადა, რომ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 7 სექტემბერს შოტლანდიასთან დაპირისპირება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხრეთამერიკელებთან განვლილი სპარინგი.

“რა თქმა უნდა, წაგების გამო ყველა გულდაწყვეტილნი ვართ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ფეხბურთელი ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორსაა. გარდა ამისა, შოტლანდიის ნაკრებთან მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალი თამაშისთვის მოვემზადოთ” – იუწყება პოდოლსკის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115726