ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი გამოჯანმრთელებას ვერა და ვერ ახერხებს. Goal-ის ცნობით, “მეთოფეთა” სამედიცინო შტაბი გერმანელის დაბრუნებას დეკემბერში ვარაუდობს.
სავარაუდოდ, პოდოლსკი 8 დეკემბერს, “ევერტონთან” მატჩში თამაშს შეძლებს. ბრიტანული მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ ფორვარდის ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე ლონდონელები აცხადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი ზაფხულის მიწურულს დაშავდა და ლაზარეთში ყოფნა უწევს.