ფეხბურთი

14:14 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკიმ სათამაშო დროზე დაიჩივლა

ლონდონის “არსენალის” ფორვარდი ლუკას პოდოლსკი უკმაყოფილოა იმით, რომ მოედანზე სრული 90 წუთის გატარების საშუალება არ ეძლევა. გერმანიის ნაკრების შემტევის თქმით, მას ცვლილება არ სიამოვნებს.

“უკანასკნელ მატჩებში ვთამაშობდი, მაგრამ მე-60 ან 70-ე წუთზე მცვლიდნენ. ცხადია, ამით გახარებული ვერ ვიქნები. როდესაც გცვლიან და ეს გიხარია, ძნელია, თავს ფეხბურთელი უწოდო. რა თქმა უნდა არ მომწონს, რომ ყოველთვის მცვლიან. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ შეცვალოს და ვინ დააყენოს სასტარტო შემადგენლობაში.

ძნელია, ითამაშო დიდ კლუბში, შეგცვალონ და თანაგუნელების თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ადევნო თვალი. ასეთ შემთხვევებში სიხარული ნაკლებია”, - განუცხადა პოდოლსკიმ ბრიტანულ მედიას.

 

0.114106