ლონდონის “არსენალის” შემტევი ლუკას პოდოლსკი უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ის გუნდის შეცვლას აპირებს.
“თავს კომფორტულად ვგრძნობ და ინგლისში გატარებული პირველი სეზონით სავსებით კმაყოფილი ვარ. კლუბიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. ჭორები ყოველთვის ვრცელდება და მე მათ ვერ შევაჩერებ.” – ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს გერმანული Spox.com.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერლიგის 33 თამაშში 11 გოლის გამტანი და 10 შედეგიანი გადაცემის გამკეთებელი პოდოლსკის მიმართ ინტერესს “გალათასარაი” იჩენს.