ლონდონის “არსენალის” გერმანელი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი ტრავმის გამო სამი კვირით დაისვენებს.
28 წლის ფეხბურთელმა მუხლქვეშა მყესი გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში დაიზიანა. “ფენერბახჩესთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში, გერმანელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამ ტრავმის გამო 49-ე წუთზე შეცვალეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა.
ვენგერმა ისიც თქვა, რომ კვირას “ტოტენჰემთან” გასამართ მატჩში მოედანზე ჯეკ უილშირი გავა.
ლუკას პოდოლსკი გასულ სეზონში გუნდის ძირითადი ფორვარდი იყო და ინგლისის პრემიერლიგის 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსა, რომა, მილანი, აიაქსი და ეხლა ლივერპულს მოუნდა..
აი მართლა ვერ ვხვდები ვინ აგიპნოზებს ამ გუნდებს რატომ უნდათ კრკიჩის დამატება
რეალურად ზალიან დაბალი დონის ფეხბურტელია, მე ლიჩნად ტალანტით ჭანტურია მირჩევნია თან გაცილებით, დავიჯერო ესპანელი როა იმიტო იგიჟებენ თავს გუნდებიი
კარგი მენეჯერი ყავს, რომელიც არწმუნებს კლუბებს რომ გამოადგებათ..
არადა კარიერა რა კარგად დაიწყო ...
სურათს რომ შევხედე ის ანეკდოტი გამახსენდა. "ია... ენძელა!"
აუ კარგი რა ლივერ აიქსში არის ეს ბიჭი სრულიად უსარგებლო და პრემიერლიგაში რაღა უნდა ქნას...
არაა ეს ბარსას ლეგენდაა ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა
)
აიაქსი ხო ააშენა ახლა ლივერპულის ჯერია


გვიჩუქნიაააა )))
0