ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგებას არ გეგმავს. ევროპული პრესა აქტიურად უკავშირებდა გერმანელის სახელს “ბებერ სინიორას”, მაგრამ თავდამსხმელმა გავრცელებული ხმები უარყო.
“იუვენტუსი?” რა თქმა უნდა, კარგია, როცა შენით ასეთი კლუბი ინტერესდება. ლონდონში ჩემი თამაშის სანახავად არაერთი კლუბის წარმომადგენელი ჩამოდის, მაგრამ “არსენალში” თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და აქედან არსად წავალ”, - განუცხადა “პოლდიმ” Bild-ს.
ცნობისათვის, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პოდოლსკიმ 26 მატჩი ჩაატარა და 8 გოლით გამოირჩა.